თეგებით ძიება
22. 11. 2020 ბიზნესი

სიახლე ქართულ ბაზარზე - "გირჩევნია" მომხმარებელს უპრეცედენტო პროდუქტს სთავაზობს

TIA.GE ადგილობრივი, საკვები, სამკურნალო-პროფილაქტიკური ნუგბარი პროდუქტების, საოჯახო საწარმო "გირჩევნია"-ს შესახებ მოგითხრობთ:

როგორც საწარმო "გირჩევნიას" დამფუძნებელმა, გოგა ციცქიშვილმა TIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებზე და მათ ნატურალური პროდუქტებით და სიახლეებით ანებრივრებს.

"ჩვენი ოჯახი მრავალი წელია ამზადებს მოსახლეობისათვის ნაცნობ, გენეტიკურად ქართულ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც, როგორც ნუგბარის სახის, ასევე სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებებით ხასიათდება. როგორც საწარმო, "გირჩევნია" ჩამოყალიბდა 2013 წელს. ერთგული მომხმარებლებისთვის გვაქვს სიახლე. უახლოეს მომავალში, 2020 წლის 1 დეკემბრიდან, საწარმო წარადგენს უპრეცედენტო პროდუქტს, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე ფუტკრის სკებიდან გამოწურული, გაზაფხულის გაუფილტრავ (გაცხელების და გადამუშავების გარეშე) თაფლს 0,280 გრ.(აკაცია, მაყვალი, ხურმა და მინდვრის ყვავილების შემადგენლობით) 100%-ით ნატურალურს, რომელზეც, საჩუქრის სახით, პანდემიის პერიოდში, ზედ მიმაგრებული ექნება ფიჭვის ყვავილის (ე.წ ფიჭვის მტვერი) ფქვილის პაკეტი, რომელიც აღნიშნული თაფლის ქილისათვის შესარევად საჭირო რაოდენობის იქნება", - აღნიშნა გოგა ციცქიშვილმა.

- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

- სეზონურად, ნედლეულის მოკრეფისათვის, "გირჩევნია" 20-მდე ადამიანს ასაქმებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. მუდმივად კი 5 თანამშრომელი გვყავს, საშუალოზე მაღალი ანაზღაურებით.

- ვიცით, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სურპრიზებით ანებივრებთ. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა სახის ღონისძიებებს აწყობთ?

- აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ ღონისძიებებში. გარდა ამისა, გვაქვს ყოველთვიური პროექტი. თვეში ერთხელ, ჩვენი გუნდი ავლენს სამ ადამიანს: 1.სპორტსმენი; 2.საზოგადოებისათვის საყვარელი სახე; 3.მეეზოვე, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ ჩვენი პროდუქტების სასაჩუქრე ნაკრები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, უკვე გამოვავლინეთ ნოემბრის 3 გამარჯვებული და მათ საჩუქრად გადაეცათ ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტი.

- როგორ ხდება გამარჯვებულთა შერჩევა?

- ხმათა უმრავლესობით, როგორც ჩვენი შიდა მენეჯმენტი, ასევე ჩვენი პროდუქციის აქტიური მომხმარებლები და მხარდამჭერები გვიგზავნიან პერსონების სახელ-გვარებს და შემდეგ ხდება შერჩევა. ახლა მიმდინარეობს დეკემბრის თვის გამარჯვებულების გამოვლენა.

სიახლე ქართულ ბაზარზე - "გირჩევნია" მომხმარებელს უპრეცედენტო პროდუქტს სთავაზობს


"საწარმო "გირჩევნია", 2013 წლიდან პროდუქციას აწარმოებს ეკოლოგიურად 100%-ით სუფთა, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოკრეფილი ნედლეულისაგან.

ფიჭვის გირჩის მურაბის დადებითი თვისებები აიხსნება ფიჭვის ხის ქიმიური შედგენილობით. მასში მაღალი რაოდენობითაა ფიტონციდები და ვიტამინები. გირჩის მურაბა აქტიურად გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებათა მკურნალობაში, განსაკუთრებით მშრალი ხველის დროს.



ასევე, გაყიდვაში ნახავთ ფიჭვის საღეჭ კევს; წიწვის სიროფს; ფიჭვის ყვავილის ფქვილს (ე.წ. ფიჭვის მტვერი) და ფიჭვის ყვავილის ჩაის.



"გირჩევნიას" პროდუქცია გამოიყენება ვირუსების, ხველის, სიცხის, სურდოს, ფილტვების ანთების, ბრონქებისა და სასუნთქი გზების, გულძმარვის, სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის და სხვა პრომლემების წინაშე ბრძოლის უბადლო საშუალებებად".

პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ,როგორც ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/girchevnia

ასევე EXTRA.GE-ზე; SOPLIDAN.GE-ზე; აგროჰაბში; სუპერმარკეტების ქსელში "უნივერსამი"; მარი-მარკეტში; მაღაზიაში "ევრონექსი"; სუპერმარკეტებში "ჯორჯიტა"; ბალუს მაღაზიებში; აგრომენში; ფერმერების მარკეტში და სხვა.

"გირჩევნიას" წარმოებული ფიჭვის კევი არის მთლიანად ნატურალური პროდუქტი! ამაგრებს ღრძილებს! მყისიერად აქრობს გულძმარვას! ასუფთავებს სასუნთქი გზების ორგანოებს მიკრობებისაგან! გარკვეულწილად ანეიტრალებს ნიკოტინის მავნე ზეგავლენას ორგანიზმში!.



შეგახსენებთ, რომ ფიჭვის მტვერი აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და არტერიულ წნევას. მინიმუმამდე ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს და სისხლში ქოლესტერინის დონეს. ასევე, ეფექტურია ქრონიკულ ბრონქიტთან და რესპირატორულ დაავადებებთან გასამკლავებლად.



- დღეს, როცა ისევ აქტუალურია "დარჩი სახლში", მიტანის სერვისი თუ გაქვთ?

- დიახ, თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი არის უფასო, ხოლო რაც შეეხება რეგიონებს, ვატანთ დიდუბის ან ვაგზლის ავტოსადგურიდან წამსვლელ ტრანსპორტს და არც ამ შემთხვევაში, არაფერი ემატება ჩვენი მხრიდან პროდუქტის ღირებულებას.

დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით: 577 58 99 58; [email protected]; ან [email protected]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა