886 მძიმე პაციენტი და 324 კრიტიკული - კორონავირუსის დრამატული სურათი საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტთა რაოდენობა 886-მდე გაიზარდა, რომელთა შორის 324 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
მძიმე პაციენტებიდან 405 თბილისში მკურნალობს, აქედან 165 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აჭარაში 140 მძიმე პაციენტიდან 49 ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ხოლო იმერეთში 214 მძიმე პაციენტიდან მართვით სუნთქვაზე 42 კრიტიკულად მძიმე პაციენტი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი კი დაიღუპა.
წყარო:newpost.ge