თეგებით ძიება
16. 01. 2025 მსოფლიო

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ისრაელმა ღაზას დაარტყა - დაღუპულია 70 ადამიანი

ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმებს ღა­ზის სექ­ტორ­ში მი­ნი­მუმ 70 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ანკლა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო წერს, რომ სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს“ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რას უნდა ამოქ­მედ­დეს, ით­ვა­ლის­წი­ნებს ექ­ვსკვი­რი­ან თავ­და­პირ­ველ ცე­ცხლის შე­წყვე­ტას ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის თან­და­თან გაყ­ვა­ნით. ასე­ვე "ჰა­მა­სის“ მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ის­რა­ე­ლის მიერ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

ის­რა­ე­ლის მიერ შე­თან­ხმე­ბის მი­ღე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ჩა­ით­ვლე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ამას ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნე­ტი და მთავ­რო­ბა არ და­ამ­ტკი­ცებს. კენ­ჭისყრა დღე­ის­თვის იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ჰა­მა­სმა“ ბოლო მო­მენ­ტში შე­თან­ხმე­ბის გარ­კვე­ულ პუნ­ქტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკან და­ი­ხია და მო­თხოვ­ნე­ბი წა­რად­გი­ნა.

"ის­რა­ე­ლის კა­ბი­ნე­ტი არ შე­იკ­რი­ბე­ბა მა­ნამ, სა­ნამ შუ­ა­მავ­ლე­ბი არ შე­ა­ტყო­ბი­ნე­ბენ ის­რა­ელს, რომ "ჰა­მა­სმა“ შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა ელე­მენ­ტი მი­ი­ღო“, - ნათ­ქვა­მია ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა