თეგებით ძიება
25. 11. 2020 COVID - 19

"მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია" - რა საფრთხეებზე საუბრობს პროფკავშირი ერთობა 2013

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

"ახლა არსებული სიტუაცია ურთულესია, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო.

სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, შევხვდით სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა. ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ერთობა 2013-ში აცხადებენ, რომ მემანქანეებს არასათანადოდ ჩაუტარდათ კოვიდ ტესტები, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი.

"ასევე მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღეის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და ,,ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თანამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას კი ,,ერთობა 2013"_ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს. (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე)", - აცხადებენ პროფესიულ კავშირში.

ერთობა 2013-ში მკაცრი შეზღუდვების შემოღებას ითხოვენ, მათ შორის გარკვეული დროით მეტროს გაჩერებასაც, რადგან არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა