თეგებით ძიება
25. 11. 2020 COVID - 19

გარდაცვლილ პაციენტთან ერთად პალატაში დატოვებული კაცი, მეორე დღეს თავად გარდაიცვალა - შემზარავი ამბავი საქართველოში

საკრებულოს ყოფილი დეპუტატს სევდია უგრეხელიძეს ნაცნობი, რომელიც კლინიკაში მაღალი წნევის გამო გადაიყვანეს, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე კი ამ პაციენტმა ღამე, თავისივე პალატაში მიცვალებულთან ერთად გაატარა.

"ჩემი ახლობლის სიძე ჰიპერტონული კრიზით გადაიყვანეს ამ სამი კვირის წინ კლინიკაში. რამდენიმე დღეში გამოუშვეს, მაგრამ გაუმეორდა და ორ დღეში იქ გარდაიცვალა. უთხრეს- კოვიდით დაიღუპაო და დახურული სასახლით გამოატანეს. იქ მობილური ქონდა და წინა დღეს დარეკა, რომ პალატაში პაციენტი გარდაიცვალა და ღამე ოთახში დატოვეს. ანუ ის ღამე მიცვალებულთან ერთად გაატარა. ნეტა ბოლოს რით გარდაიცვალა, შიშით ხომ არა? აბა როგორია წნევიანისთვის მკვდრის გვერდით ღამის გატარება?"- წერს ყოფილი დეპუტატი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა