თეგებით ძიება
25. 11. 2020 COVID - 19

არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, სიცოცხლე უნდა გადარჩეს, ყველამ თავი უნდა დავიცვათ - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერიდან, გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“, საზოგადოებას მიმართა:

„მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას, არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღავი. მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ. მოვლა რას გულისხმობს, პირველ რიგში, რომ ჩვენ არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ დავინფიცირიდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ. მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თუ დაავადების გავრცელება, რომ შევაჩეროთ ინფექციის გადაცემის წყარო, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობაზე, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა“, – განაცხადა რატიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა