თეგებით ძიება
25. 11. 2020 COVID - 19

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მას გუშინ სიცხე არ ჰქონია, თუმცა პნევმონია დარჩენილია.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

„კლინიკაში მიდის დაკვირვება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩაუტარდება მორიგი ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება სტრატეგია. ის თავს მხნედ გრძნობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს და დისტანციურად ჩართულია. გუშინ სიცხე არ ჰქონდა და პროგრესი შეინიშნება, თუმცა პნევმონია დარჩენილია. ​რემდესივირს რაც შეეხება, მომდევნო დღეებში კვლევის პასუხებს ელოდება და რა შედეგიც დაიდება, ამის მიხედვით გააკეთებს ანალიზს“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გიორგი ბერიძემ.

თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია კვლავ სახლში განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა