თეგებით ძიება
26. 11. 2020 COVID - 19

საქართველო 4 000 ფლაკონ რემდესივირს ყიდულობს

4 000 ფლაკონ რემდესივირის შესაძენად, გამარტივებული შესყიდვა „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს” აქვს გამოცხადებული.

„კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და ამასთან ყოველდღიურად იმატებს ახალი შემთხვევების რაოდენობა. შესაბამისად მაღალია დავადების თანმხმლები გართულებების გამოვლენა და რიგ შემთხვევებში აუცლებელია პაციენტების ჰოსპიტალიზება. covid 19-ის დადასტურებულად ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით არარსებობს, თუმცა მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება მედიკამენტი – რემდესივირი, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს დაავადების მიმდინარეობა და შეამციროს ლეტალობა. საქართველოში ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ბოლო პერიოდში აღინიშნება covid 19-ის შემთხვევების, მათ შორის მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მნიშვნელოვანი მატება. აგრეთვე სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა. შესაბამისად, რემდესივირის შემოტანა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“-აღნიშნულია განაცხადში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა