თეგებით ძიება
26. 11. 2020 COVID - 19

ანზორ მელიას კლინიკა დაიკეტა

სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილის კოვიდინფიცირების გამო, ანზორ მელიას კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ დროებით დაიკეტა.

დაკეტვის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"კლინიკა "გულის" 25 წლიან ისტორიაში პირველად ვართ ასეთ მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად ჩვენ მიერ მკაცრი და დროული ღონისძიებების გატარებისა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე ჩვენს კლინიკაშიც გავრცელდა ვირუსი. დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა, ფუნქციონირებს მხოლოდ კარდიოქირურგია. ჩვენი ექიმები მზად არიან პაციენტებს გაუწიონ სატელეფონო კონსულტაცია.
მადლობას გიხდით ერთგულებისა და მოთმინებისთვის", - წერს ანორ მელია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა