კარგი ამბავი - კორონავირუსი 101 წლის პაციენტმა დაამარცხა
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში კორონავირუსი 101 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. საუკუნეს გადაცილებული მოხუცი ქუთაისის მკვიდრია და სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. მკურნალობის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
სამედიიცინო ხელმძღვანელის თქმით, ასაკის მიუხედავად, ქალბატონი აქტიურია და კლინიკაში სხვა პაციენტების გამხნევებას ცდილობს. ის კლინიკას უახლოეს ორ დღეში დატოვებს.
"ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები", - ამბობს მაგდა კოსტავა.
წყარო:newpost.ge