თეგებით ძიება
26. 11. 2020 COVID - 19

კორონავირუსის მზარდი მაჩვენებელი - ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება

კორონავირუსის მზარდი მაჩვენებელი და ახალი შეზღუდვები საქართველოში - მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.

ანუ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.

შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იქნება. შეზღუდვები ეხება სავაჭრო ობიექტებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ღია და დახურულ ბაზრობებს. შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა