თეგებით ძიება

ვის და რამდენით დაეხმარება ხელისუფლება პანდემიის დროს - გახარიას მთავრობის გეგმა ბიზნესსა და მოსახლეობას

საქართველოს ხელისუფლებამ ვირუსის მაჩვენებლის შემცირებისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც ძალაში ორ დღეში, 28 ნოემბრიდან შევა.
ცნობილია, ის სოციალური დახმარებები, რომლებსაც სხვადასხვა მოქალაქეები და ბიზნესი მიიღებს:

კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება;

ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება;

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 100 ლარს მიიღებს.

დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას.

18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.

რაც შეეხება ბიზნესს:

ბიზნეს სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება;

სესხების გადავადებაში დაეხმარებიან იმ ობიექტებს, ინდმეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა