200-ლარიანი დახმარება შეიძლება დაენიშნოს ყველას, ვინც 2020 წელს თუნდაც 1 თვე იმუშავა - მაჭავარიანი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ფინანსთა მინისტრის , ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ 2020 200-ლარიანი დახმარება დაენიშნოს იმ მოქალაქეს, რომლის 2020 წლის განმავლობაში 1 თვე მაინც იყო ოფიციალურად დასაქმებული და სამსახური დაკარგა.
"ჩვენ დღეს საწყისი კრიტერიუმი ასეთი გვაქვს, ამაზე მიდის მსჯელობა, რომ 2020 წლის განმავლობაში 1 თვე მაინც თუ იყო ოფიციალურად დასაქმებული და 2021 წლის იანვარში აღარ არის დასაქმებული, გადავუხდით", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
წყარო:newpost.ge