თეგებით ძიება

ექნება თუ არა მოსახლეობას საპენსიო დანაზოგზე წვდომა - ჯანდაცვის მინისტრი საკითხს დააყენებს

მოსახლეობის მიერ საპენსიო დანაზოგის გამოყენების დაშვების საკითხზე მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შესაბამისი კიტხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პექსპერტივაზე გათვლილი რეფორმა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ჩვენ ეს საკითხი განხილვაზე მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ვიმსჯელებთ", - უთხრა თემთ დაინტერესებილ მედიას ტიკარაძემ.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემია მოკლევადიანი პრობლემაა და საპენსიო დანაზოგი არ უნდა დაიხარჯოს. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად საპენსიო დანაზოგების გამოყენება მთლიანი რეფორმის დისკრედიტაციაა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა