საჯარო მოხელეები ისედაც არაფერს აკეთებენ, ყავას სვამდნენ, ახლა იგივეს სახლიდან აკეთებენ, შემოსავალი არ შემცირებიათ- ჯაფარიძე
„გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ქვეყანაში სააკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ჩაკეტვა არსებულ ეკონომიკურ მდგოარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ჯაფარიძის თქმით შედეგად ისევ და ისევ უბრალო მოქალაქეები დაზარალდებიან.
„დაეტიე სახლში რას ნიშნავს? ის თუ არ წავიდა სამსახურში, იმას შემოსავალი არ აქვს. ეს საჯარო მოხელეები ისედაც არაფერს არ აკეთებენ, ახლა სახლში ზიან და იქიდან სხვებს ამუნათებენ, გაჩერდიო. ფეხზე ჰკიდიათ.
თვითონ ზის სახლში, განსხვავება ისაა, რომ მანამდე დადიოდა, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. ახლა სახლში ზის და სახლში აკეთებს იგივეს, მაგრამ შემოსავალი არ შემცირებია“,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.`
წყარო:primetime.ge