თეგებით ძიება

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია, 7 იანვარი ამიტომაა გამონაკლისი - ცქიტიშვილის განმარტება შობის ღამის გამონაკლისზე

ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა მართმადიდებელია, ისინი შობას აღნიშნავენ 7 იანვრის ღამეს და სწორედ ამიტომ იხსნება ამ პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა კომენდანტის საათან დაკავშირებით.

ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენელი შეძლებს, სასურველ დროს აღნიშნოს დღესასწაული .

"ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი საზოგადოებაა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი უქმე დღეები, როგორც შობა, ასევე სხვა ბევრი უქმე დღეც არის უშუალოდ დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას აღნიშნავს 6-დან 7 იანვარს ღამეს, ამ შეზღუდვიდან იყო აღებული გამონაკლისი. შეზღუდვა ეს გამონაკლისი მოხსნილი იყო ამ დღეს იმიტომ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეხებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ყველას ეხებოდა.

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, ჩვენ სხვა კონფესიების ინტერესებს გავითვალისწინებთ, როგორც მანამდე ვაკეთებდით. ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც გვქონდა გაზაფხულზე, მაშინაც როგორც რელიგიის სააგენტო, ასევე ჩვენი საკოორდინაციო შტაბი მჭიდრო კონტაქტში იყო ყველა ამ კონფესიის წარმომადგენელთან და უშუალოდ საკოორდინაციო შტაბის გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა. ამ ადამიანებს აქვთ უფლება, აღნიშნონ თავისი რელიგიური დღესასწაული იმ დღეებში, რომელიც მათი რელიგიითა გათვალისწინებული. იმ კონფესიებზე, გრიგორიანულ ეკლესიაზე ვსაუბრობთ კათოლიკეებს, ლუთერანეებსა და ა.შ. რელიგიის სააგენტო და ჩვენ ვართ კონტაქტზე და ხელს შევუწყობთ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“,- განაცხადა ცქიტიშვილი.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა