თეგებით ძიება
27. 11. 2020 სპორტი

რაულ თუთარაულმა ბრძოლა 14 წამში მოიგო

რაულ თუთარაულმა „ასა 114“-ის ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა 14 წამში მოიგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბოსნიელი დრაგოლუბ სტანოიევიჩი იყო.

მეტოქისთვის მიყენებული რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ ექიმებმა ბოსნიელისთვის დახმარება სცადეს, თუმცა მან წამოდგომა ვეღარ შეძლო და ოქტაგონიც სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

გორელ სპორტსმენს კარიერაში 26 გამარჯვება აქვს მოპოვებული და აქედან 19 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო. გუშინ ამავე ორგანიზაციაში კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა ლევან მაყაშვილმა იჩხუბა და რუმინელ აურელ პირტეასთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა