თეგებით ძიება

“მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები“ – ლანა მამუკაშვილმა 1 წლის შვილის ოპერაციისთვის კახა კალაძეს სოციალურ ქსელში დახმარება სთხოვა

სოციალურ ქსელში ლანა მამუკაშვილმა, თბილისის მერთან დაკავშირება ითხოვა, რათა ბავშვის ოპერაციისთვის თანხა ეთხოვა.

კახა კალაძე, მას თავად გამოეხმაურა და დაუწერა, რომ მისი წარმომადგენლები შეეხიანებოდნენ.

„პრაიმტაიმი“ ლანას დაუკავშირდა.

მისი თქმით, მას უკვე დაუკავშირდნენ და ძალიან გახარებულია.

„დამიკავშირდნენ, დამპირდა, რომ ყველანაირად დამეხმარება რაც ჯდება ოპერაციის თანხა. მე მხოლოდ ის ვთხოვე, რაც ჩემს შვილს სჭირდება. მადლობელი ვარ, მისი წყალობით ჩემს შვილს გაუკეთდება ოპერაცია, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა კახი, არ ვიცი რა გვეშველებოდა. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები“,- აცხადებს ლანა მამუკაშვილი.



Prime Time


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა