ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - გია ვოლსკი ოპოზიციის გადაწყვეტილებას აფასებს
„ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“,- ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის გადაწყვეტილებას, საკანონმდებლო ორგანოში არ შესვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი ოპოზიციის გარეშე საქმიანობს.
„ყველას მინდა გავახსენო, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერ ადამიანებს, არსებობს უპირველესი ინტერესი - ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ინტერესი, რომ ჰქონდეს ბიუჯეტი, ჰქონდეს სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებენ 2021 წელს საგანგებო რეჟიმში. ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოების დიდი ნაწილი, ის არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.