თეგებით ძიება
30. 11. 2020 ბიზნესი

ნატურალური ქვებისგან დამზადებული ქართული სამკაული - Emocia Wines • ღვინის ემოცია

#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE კომპანია Emocia Wines • ღვინის ემოცია / Georgia - Motherland of Wine გაგაცნობთ.

"Emocia Wines" კომპანია ემოციას ახალი მიმართულებაა და ღვინის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ.

კომპანიის მიერ შექმნილ სამკაულებში ნახავთ ყურძნის ფორმის ბროშებს, რომელიც ქართული ყურძნის ჯიშებს წარმოადგენს. ისინი ნატურალური ქვებისგან მზადდება და მაქსიმალურად მიმსგავსებულია იმ ყურძნის მტევანს, რომელის ანალოგსაც ასახავს.

ნატურალური ქვებისგან დამზადებული ქართული სამკაული - Emocia Wines • ღვინის ემოცია


ასევე, თქვენ ნახავთ, ყელსაბამებს და გასაღების საკიდებსაც, რომელზეც ყურძნის მარცვლები და ვაზის ფოთოლია დატანილი. ასევე ძალიან პოპულარულია სასაჩუქრე ნაკრებიც, სადაც ბროშთან და საკიდთან ერთად, პატარა ქვევრის ფორმის სასმისიც დევს.



"ღვინო ყველაზე საინტერესო, გულწრფელი და ამავდროულად იდუმალებით მოცული სასმელია, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს იწვევს. მას განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად სვამენ და თუ სრულიად უცხოსთან მოგვიწია დაგემოვნება, ამის შემდგომ, ის შესაძლოა, ჩვვენთვის განსაკუთრებული ადამიანი გახდეს.
და რადგან ღვინო და ემოციები განუყოფელია ერთმანეთისგან, ამიტომ, გადავწყვიტეთ, გადმოგცეთ საუკეთესო ემოციები, რომელიც ყველა იმ დეტალსა და აქსესუარშია ჩადებული, რაც ღვინოსთანაა კავშირში. ჩვენ თქვენს ემოციას ვქმნით!" - აცხადებენ კომპანიაში.

დიდი ემოციები ხომ პატარა დეტალებში იმალება...

#გადაეციემოცია
#ღვინისემოცია

დამზადებულია ღვინის სამშობლო - საქართველოში!



დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: 577 00 09 05

ან ეწვიოთ ფეისბუქ გვერდს: Emocia Wines • ღვინის ემოცია / Georgia - Motherland of Wine


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა