თეგებით ძიება

3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან ინფიცირებულია 173 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 173-ია. მათივე განცხადებით, ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, კონტაქტები კი თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათში PCR ტესტი უკეთდებათ.

"განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან. მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების", - აცხადებენ საგანგებოში

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა