თეგებით ძიება

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტთან კარვები გაშალეს

გაყალბებული არჩევნების გამო, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები უწყვეტი პროტესტისთვის ემზადებიან. მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ:

2020 წლის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვნა
დისკრიმინაციული ლოქდაუნის – რეგულაციების გაუქმება.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ოპოზიციურმა პარტიებმა პირწმინდად დაამარცხეს უზურპატორი ხელისუფლება და ახლა გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს სამოქალაქო პროტესტს", – ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის მონაწილეები, საქალაქო ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ და 24 საათიან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

აქციის ერთ–ერთი მოთხოვნა გარეჯის საქმეზე დაკავებული პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებაა. შეგახსენებთ, დღეს გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა კარტოგრაფებს პატიმრობაში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა