საქართველო სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივ წარმოებას იწყებს
პირბადეების შემდეგ საქართველო სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივ წარმოებასაც იწყებს. აგრეგატი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, შემდეგი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ამით ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად მოგვარდა და დეფიციტი აღარ იქნება.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი რუხის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ჟანგბადის წარმომქმნელი ორი აგრეგატი დამონტაჟდა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია ამბობს, აღნიშნული მოწყობილობით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების მომარაგება უკვე შესაძლებელია.
დეკემბერში საქართველოში თურქეთიდან ჟანგბადის კიდევ 6 დანადგარი შემოვა