თეგებით ძიება

რა ღირს ბინები ძველ აშენებულ კორპუსებში უბნების მიხედვით?

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ყოველდღიურად ახალი კორპუსები შენდება, მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება საბჭოთა დროს აშენებულ ძველ კორპუსებზე და ე.წ. მეორად ბინებზე. ჩვენ დავინტერესდით როგორია ფასები უბნების მიხედვით და ამისთვის პორტალი ss.ge გამოვიყენეთ, სადაც ყველაზე მეტი განცხადება იდება.

ძველი შენობების სიმრავლით გარეუბნები გამოირჩევა. 1 კვ.მ. მეორადი ბინის ფასი, საშუალო მდგომარეობით გლდანში 800 დოლარიდან 900 დოლარამდე მერყეობს. საშუალოდ აქ კვადრატულ მეტრს 850 დოლარად შეიძენთ. ფასი დამოკიდებულია მეტროსთან სიახლოვეზე, მიკრორაიონზე და სხვა. 

750 დოლარიდან 850 დოლარამდე მერყეობს ფასები მუხიანში. ზღვისუბანში (ყოფილი თემქა) ფასები უფრო ფართო დიაპაზონში მერყეობს და საშუალოდ დაახლოებით 800 დოლარს უტოლდება.

შედარებით მაღალია ფასები სანზონაში, მეტრო ღრმაღელისა და გურამიშვილის მიმდებარედ. 1 კვ.მ.-ს ღირებულება 950 დოლარის ფარგლებშია. 

დიდი დიღომში ფასები 900 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მიკრორაიონზე. პირველ და მეორე მირორაიონში შესაძლოა ფასი 950 დოლარს აღემატებოდეს, ხოლო მესამე და მეოთხე მიკროებში 800 დოლარიც ღირდეს.

თემქა

დიდუბის რაიონში 1 კვ.მ.-ს ფასი 950-დან 1100 დოლარამდეა.

850-950 დოლარია 1 კვ.მ.-ს ღირებულება ისანში. 800-850 დოლარის ფარგლებში მერყეობს ფასები ვარკეთილში, ვაზისუბანსა და სამგორში.

საბურთალოზე საშუალო ფასი 1350 დოლარია, ხოლო ვაკეში 1500.

ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და სოლოლაკშია სადაც კვ.მ.-ს ფასები 1550-1750 დოალრია. 

გასათვალისწინებელია, რომ მეორადი ბინების შეძენისას თქვენ მოგიწევთ ბინის ავეჯითა და კოსმეტიკური რემონტით უზრუნველყოფა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა