მარტო დარჩენილი "ოცნება" - ერთპარტიული პარლამენტის შეკრების სავარაუდო თარიღი ცნობილია
ერთპარტიული პარლამენტიპირველ სხდომას სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს.
პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.
სავარაუდოდ ამავე დღეს ყველა ოპოზიციური პარტია მეტეხთან შეიკრიბება და შეთანხმების სამ მემორანდუმს მოაწერს ხელს. ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს ოფიციალურად იტყვიან, უარს ამბობენ ასევე საპარლამენტო მანდატებზე და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს .
ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებულს უწოდებს.
წყარო:newpost.ge