თეგებით ძიება

ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან - პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა

აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ოპოზიციის ლიდერები და სამოალაქო აქტივისტები კვლავაც მოითხოვენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, რომელიც აქციის პარალელურად შენობაში სხდომას ატარებს.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალმდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა, რომლებსაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. იქ შეკრებილები მოითხოვენ, გაუქმდეს დაწესებული შეზღუდვები, რათა ადამიანებმა მუშაობა შეძლონ და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები ცესკო-მ გააყალბა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა