თეგებით ძიება

ამ წუთებში გელა ბეჟუაშვილი კარტოგრაფების საქმეზე იკითხება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ამ წუთებში პროკურატურაში დასაკითხად იმყოფება. საგამოძიებო უწყებამ ის კარტოგრაფების საქმეზე დასაკითხად დაიბარა.
პროკურატურაში შესვლამდე ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ცნობისთვის, 2004-2005 წლებში გელა ბეჟუაშვილი საქართველოს მესამე ოპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში, ხოლო 2005-2008 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს, გუშინ კი სამოქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსამართლემ მათ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.

გამოძიება ილიჩოვასა და მელაშვილის საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.




წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა