დღეს ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა იხსნება
დღეს ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„14:00 სთ-ზე რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.