თეგებით ძიება

ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატს ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს - პაპუაშვილი

ჩანს, რომ აქ საქმე გვაქვს ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან არაკეთილსინდისიერებასთან, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ქმედებები ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.

პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი.

„რაც შეეხება ამ რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში, წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში.

ფაქტობრივად, გაწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის ზუსტად ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ვხედავთ ტელეეკრანებზე. ეს ის პარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ ამერიკელი ლობისტები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის.

ჩანს პირდაპირ, რომ აქ ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან. რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი.

ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი ამ მხრივ აქ სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, ცდილობენ გამოიყენონ, რათა თავს დაესხნენ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა