თეგებით ძიება

„ბათუმი მსოფლიოს სხვა საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბინების გასაყიდი მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით გამოირჩევა“ - "თიბისი კაპიტალი"

„ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიური ზრდა 15%-ს აღწევს, რაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებული კვლევიდან ირკვევა.

პუბლიკაციის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 8%-ით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდამ განაპირობა.

„მსოფლიოს საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბათუმი აერთიანებს ყველაზე დაბალ ფასებსა და მაღალ ამონაგებს. მსგავსი ბალანსი ფასების ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს,“ - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორების შეფასებით, მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ქალაქების ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბინების გასაყიდ ფასებთან შედარებით, ბათუმი მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით გამოირჩევა.

2026 წლის აპრილის მონაცემებით, საშუალო გასაყიდი ფასი დოლარში კვადრატულ მეტრზე, სხვადასხვა საკურორტო ქალაქის ცენტრში:

  • ნიცა - 7 594 დოლარი;
  • იბიცა - 7 284 დოლარი;
  • სპლიტი - 7 167 დოლარი;
  • მაიამი - 6 810 დოლარი;
  • ფუკეტი - 3 684 დოლარი;
  • ტელემი - 3 321 დოლარი;
  • რიო-დე-ჟანეირო - 3 296 დოლარი;
  • ვარნა - 3 262 დოლარი;
  • კონსტანცა - 2 563 დოლარი;
  • ანტალია - 2 271 დოლარი;
  • ბათუმი - 1 496 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა