თეგებით ძიება
01. 12. 2020 ბიზნესი

ლამაზი ტრადიცია გრძელდება - რესტორანი "ქვევრი" ახალ წელს გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება

რესტორანი "ქვევრი", აგრძელებს ტრადიციას და ახალი წლის ღამეს იმ ადამიანებს დაასაჩუქრებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

როგორც TIA.GE-ს რესტორნის წარმომადგენელმა განუცხადა, გარდა პირადი ხარჯებით გაწეული დახმარებისა, დეკემბერში შესული ყოველი შეკვეთიდან 10%-ს დამატებით, "ქვევრი" საქველმოქმედო საქმეს მოახმარს.

“გამარჯობა მეგობრებო

მინდა მოგახსენოთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ - ქვევრი აგრძელებს ლამაზ ტრადიციას და წელსაც გვექნება საახალწლო საჩუქარი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება ახალი წლის ღამეს.

გარდა ამისა, დეკემბრის თვის განმავლობაში შემოსული ყოველი შეკვეთიდან 10% დამატებით, ისევ ამ უანგარო საქმეს მოხმარდება.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჯანმრთელობას გისურვებთ!” – ნათქვამია “ქვევრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუსტად რამდენი ოჯახი მოხვდება სიაში და რა პრინციპით მოხდება აღნიშნული საჩუქრის მიღება, რესტორნის წარმომადგენლები ჯერ ვერ საუბრობენ, რადგან ისინი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, სრულად დისტანციურ მომსახურებაზე არიან გადასული.

თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის, რესტორანი გთავაზობთ #ქვევრის საკურიერო სერვისს 24 საათის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა