მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა - ჯინ შაჰინი
მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“, - წერს ჯინ შაჰინი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს.