თეგებით ძიება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 17 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის  პარკის  მიმდებარე  ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ქობულეთის, წერეთლის, ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, რაზმაძის, დარიალის, კავსაძის, ბერძენიშვილის, ბარნოვის, ცხვედაძის, კიკნაველიძეების, ახმეტელის, მიშველაძის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა  მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ბოცვაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღი-2 დასახლების, სამშენებლო  დასახლების, თოიძის, კაიროს, მამისაშვილის, ბეგიაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნეკერჩხლის, იასამნის, მარიჯანის და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა