თეგებით ძიება

,,ლეიბორსტულმა პარტიამ\'\' ცესკოს დაფინანსების მოთხოვნით მიმართა

„ლეიბორისტული პარტია“ თანახმაა, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

მათი თქმით, დღეს ამოიწურა ვადა, როდესაც აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ გაგზავნილ წერილზე პარტიებს პასუხი უნდა გაეცათ, არიან თუ არა თანახმა, მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება. ამ კითხვით აუდიტის სამსახურმა მიმართა პარტია „მოქალაქეებს“, „ლეიბორისტებსა“ და „გირჩს“.

ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ თანხმობა დაფინანსების მიღებაზე დღეს ოფიციალურად განაცხადა „ლეიბორისტულმა პარტიამ“. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ პასუხი არ გაუგზავნიათ, რაც, ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ავტომატურად მოთხოვნაზე უარის თქმას ნიშნავს.

ბოიკოტის მიუხედავად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ გარდა, საბიუჯეტო დაფინანსების თანხმობა განაცხადეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა