თეგებით ძიება

ხმაური ცესკო-სთან - აქტივისტები შენობაში კარტოფილის შეტანას ცდილობდნენ

ცესკოს შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ, ხმაური იყო.

აქციის მონაწილეებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში კარტოფლის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები გაყალბებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა