თეგებით ძიება

მას ეს არ მოეწონება და შეიძლება გაღიზიანდეს, მაგრამ არ მაქვს უფლება, დავმალო.. - მამა პეტრე

მამა პეტრე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



\'\'ირაკლი იმნაიშვილი დილითაც ვახსენე, ახლაც მინდა ვისაუბრო...
მას ეს არ მოეწონება და შეიძლება გაღიზიანდეს, მაგრამ არ მაქვს უფლება, დავმალო...
დილით ამბები გამომკითხა, თუ რამე დაგჭირდა, არ მოგერიდოსო...
მარიამის და ზუს ამბავი რომ ამოვწურეთ, დანარჩენი შვილებიც მოიკითხა. ვუთხარი, ჩაკეტილები არიან და მოვლენებს აკვირდებიან, მეთქი...
მარის გარდა ხუთი შვილი მყავს, მართლა არ ვიცი, რომელს რა გამოუვლინდება...
მერე მითხრა, ვინაიდან ,,შიდა პატიმრობაში” არიან, საკვები დასჭირდებათო...
პატივისცემით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
საღამოს ისევ დამიკავშირდა, მეუღლის ნომერი მომწერე, ხვალ მიაკითხავენ და პროფუქტს მიუტანენო...
როგორ არ უნდა მომეყოლა ეს ყველაფერი.
ირაკლი არ ყოფილა ჩემი მეგობარი.
არც ის არის საინტერესო, რა სტატუსი აქვს... გაოცებული ვარ მისი ადამიანობით და ღირსებით...
არ ყოფილა მეთქი, ვთქვი, მაგრამ ამიერიდან ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნება...
მადლობა კარგო კაცო, ამ კარგი ადამიანობისთვის...
ვისწავლოთ ერთმანეთისგან ეს სიკარგე...
ბევრი ვისაუბროთ ამ კარგზე...\'\',
- წერს მამა პეტრე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა