თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძე: კატეგორიულად არ ვეთანხმები თავდასხმას ელჩებზე, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია

კატეგორიულად არ ვეთანხმები თავდასხმას ელჩებზე, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მიუღებელია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობა რომ არა, ამ დიალოგის შესაძლებლობაც არ იქნებოდა ქვეყანაში.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობა რომ არა, დამერწმუნეთ, რომ ამ დიალოგის შესაძლებლობაც არ იქნებოდა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა