თეგებით ძიება

იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, არჩევნები ვატაროთ - გია ვოლსკი

„არსებობს საზოგადოება, საქართველოს საზოგადოება, რომელიც გინდა ერთის მხარდამჭერი იყოს, გინდა მეორესი, ითხოვს სტაბილურობას და სტაბილურობა იმის ხარჯზე, რომ სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს ყოველ დღე არჩევნები ატარო, ასეთი ფუფუნება ქვეყანას არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.



მისი თქმით, აღნიშნული პროცესის ფონზე მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობა, რადან რეგიონში საქართველო პარტნიორების ერთადერთ დასაყრდენად მიიჩნევა.

„მოლაპარაკებაზე ჩვენ არ მივდივართ იმის მიხედვით „ქართლი ოცნება“ როგორ ხასიათზეა, ან მისი ლიდერები რას გადაწყვეტენ. აქ არის რეალურად საზოგადოებაზე ლაპარაკი და საზოგადოებაზე და ქვეყანაზე, რომლის გეოგრაფიულ პოლიტიკურმა ლოკაციამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა, ვინაიდან რეგიონში პრაქტიკულად ერთადერთია, რომელზეც შეიძლება დაეყრდნოს ის უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აყალიბებენ. ამას უპირისპირდება საზოგადოება, რომელიც ჩვენ ოპონენტებად და ვითომ პროდასავლურ გაერთიანებებად არის მოხსენიებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა