თეგებით ძიება

“კაცი შაჰ-აბასსაც არ გაუუპატიურებია, ბეწვზე გადავრჩი, მაიძულებდნენ…”

რეპერმა კაბუმ “სიცრუის დეტექტორში” ქვეყნის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოდან პოლიტიკური მიზნით არ წასულა.

მისი თქმით, საქართველოდან მაშინაც კი არ გაქცეულა, როდესაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი მართავდა და ხალხს ქუჩაში ესროდნენ.

“როცა ყველა გასაქცევი იყო და ხალხს ქუჩაში ესროდნენ მაშინ არ გავქცეულვარ აქედან, მიშას დროს ვგულისხმობ… ეს იყო საშინელება” – განაცხადა რეპერმა.

კაბუმ აქვე აღნიშნა, რომ მიშა სააკაშვილის დროს დაინდეს კიდეც.

“ახლა რომ ვუფიქრდები მაგრად დამინდეს. რატომ? იმიტომ. თუმცა მაგრად შემაწუხეს. ბეწვზე გადავრჩი. მეუბნებოდნენ იმღერეო, შვილზე და დედაზე არ მქონდა ნამღერი და ნაციონალურ მოძრაობაზე როგორ მემღერა, ან პროკურატურაზე? პირდაპირ უარს არ ვამბობდი, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებზე რატომ უნდა მემღერა?” – ამბობს რეპერი.

გადაცემაში სტუმრობისას, კაბუმ ასევე თქვა, რომ თუ მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი არ იყავი, შენს მიმართ საშინელი აგრესია ჰქონდათ.

“იყვნენ ნიჭიერი, განათლებული და პერსპექტიული ტიპები, მაგრამ რა ეტაკათ არ ვიცი. ყველასადმი აგრესია ჰქონდათ, არ იყავი მისი და საერთოდ არ იყავი. საშინელი გარყვნილების პიკში იყვნენ. ქუჩაში მკვლელობები, ტიპები დღისით მზისით უდებდნენ ავტომატს ხალხს მანქანაში. ციხეებზე რა ხდებოდა კარგად იცის ყველამ. მამაკაცი შაჰ-აბასსაც არ გაუუპატიურებია. ჰიტლერს და არავის გაუკეთებია ეს. თან ეს ხდებოდა გაუთავებლად და თითქოს ვეჩვეოდით.

ესენი რომ არ გაეკეთებინა სიამოვნებით ვუმღერებდი. რატომ არ ვიმღერებდი ადამიანზე, რომელსაც უყვარს ერი და სამშობლო” – განაცხადა კაბუმ.



primeambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა