თეგებით ძიება

სად ქრებიან გოგონები? - 10 ქვეყანა, სადაც ქალების მწვავე უკმარისობაა

ბოლო დროს, ზოგ ქვეყანაში ქალების დეფიციტი შეინიშნება. მაგალითად, ნორვეგიას თანაბარი გენდერული განაწილებისთვის დაახლოებით 12 000 ქალი აკლია, თუმცა აზიაში ყველაფერი ბევრად უარესადაა.

განსხვავება იმაშიც მდგომარეობს, რომ ევროპაში დემოგრაფიული დისბალანსი არ არსებობს. ქალების ნაკლებობა საზოგადოების განვითარებით, ქალების ემანსიპაციითა და მიგრაციით არის გამოწვეული, რაც ზოგ მამაკაცს პარტნიორის პოვნის შესაძლებლობას ართმევს.

აზიასა და არაბული სამყაროს ქვეყნებში კი ეს ხშირად არის დემოგრაფიული და კულტურული პრობლემა, რომელიც მამრობითი სქესის უპირატესობასთან ასოცირდება.

ვნახოთ 10 ქვეყანა, სადაც ქალების ნაკლებობაა.

1. ჩინეთი, 40 მლნ
ჩინეთში, სადაც 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ქალების დეფიციტი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს. ქორწინების ასაკში მყოფი მოსახლეობის თანაფარდობა ერთ ქალზე სამი მამაკაცია. ასეთი დისბალანსი გამოწვეულია საზოგადოების კულტურული მახასიათებლებით, როდესაც უპირატესობა მამრობითი სქესის ბავშვებს ენიჭებათ.

2. ინდოეთი, 38 მლნ
ანალოგიური ვითარება შეიქმნა ინდოეთში, სადაც ქალების ნაკლებობა დაახლოებით, 38 მილიონს შეადგენს, რაც მამრობითი სქესის მემკვიდრის უპირატესობის შედეგია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ აღნიშნეს მდედრობითი სქესის ბავშვებზე ძალადობა. ზოგჯერ გოგონებს ფაქტობრივად, სიკვდილისთვის იმეტებენ და ქუჩაში ყრიან. ზოგჯერ გოგონები დაბადების შემდეგ უკვალოდ ქრებიან.

3. არაბთა გაერთიანებული საემიროები, 3.9 მლნ
10 მილიონიანი მოსახლეობაში, ქალების დეფიციტი დაახლოებით 3,9 მილიონს შეადგენს.

4. ყატარი, 1.4 მლნ
ყატარში, რომლის მოსახლეობა 2,9 მილიონი ადამიანია, ქალების დეფიციტი დაახლოებით 1,4 მილიონს შეადგენს. სქესთა თანაფარდობა 3,15.

5. ომანი, 1,2 მლნ
ომანს 1,2 მილიონი ქალი აკლია.

6. ირანი, 1,2 მლნ
ირანს 1,2 მილიონი ქალი აკლია.

7. ქუვეითი, 934 ათასი
ქუვეითში ქალების დეფიციტი 934 ათასი ადამიანია.

8. ეგვიპტე, 431 ათასი
ეგვიპტეში ქალების დეფიციტი 431 ათასი ადამიანია.

9. ალჟირი, 427 ათასი
ალჟირში 431 000 ქალი დეფიციტია.

10. თურქეთი, 300 ათასი
თურქეთში ქალების დეფიციტი 431 ათასი ადამიანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა