თეგებით ძიება

ზურაბ ჯაფარიძე: ვრჩები “გირჩის” ლიდერად! მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება “გირჩი\'\'

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხმაურიანი Facebook პოსტის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის პარტიის ლიდერად რჩება, თუმცა ის არ აპირებს რამდენიმე თანაპარტიელთან ურთიერთობას.

“მე “გირჩი” არ დამიტოვებია. რაც დავწერე სტატუსში ეგ არის, სხვას ვერაფერს დავამატებ. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არაფრის გარეთ გამოტანას არ ვაპირებ.

არა, პარლამენტში შესვლა არშესვლა საერთოდ თემა არ არის.

არა, რა პარტია დავტოვე?! პარტია არ ვარ მე და არც ის ადამიანები. ვინ იქნება “გირჩი” ამას გადაწყვეტენ “გირჩის” მხარდამჭერები და ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვს ჩადებული. კი, ვრჩები, “გირჩის” ლიდერად. მე არ მითქვამს, რომ “გირჩი” გაიყო. მე ვთქვი, რომ ჩვენი გზები გაიყო და მაგ ადამიანებთან ერთად აღარ ვაპირებ “გირჩის” კეთებას, ამ საქმის კეთებას.

არ ვიცი, ეგ რამდენად არის ულტიმატუმი, მე ვთავაზობდი, რა პირობებში გაგვეგრძელებინა საქმის კეთება. თქვეს, რომ ეს პიორბები მიუღებელი იყო და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.



Ipress


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა