თეგებით ძიება
07. 12. 2020 მსოფლიო

ბრიტანეთის რესტორნებსა და მაღაზიებში შესვლა კოვიდ 19-ის ვაქცინის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შესაძლოა აიკრძალოს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი ID ბარათები გაიცემა მილიონობით მოქალაქისთვის, რომელიც იქნება დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ მათ მიიღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს ქლევერლიმ უარი განაცხადა უარეყო ის ფაქტი, რომ შესაძლოა აღნიშული ბარათები გამოყენებულ იქნეს ე.წ ახალ პასპორტად იმისათვის, რათა მოქალაქეები სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ, რომელიც იქნება განმსაზრელი იმისა რომ ეკონომიკური საქმიანობა სრული დატვირთვით აღდგეს ქვეყანაში. SKY NEWS-სთან ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს და სურვილი აქვს არ იქნება აუცილებელი მოქალაქეების მიერ ბარებსა და პაბებში შესვლისთანავე წარადგნინო კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი.

ბრიტანულ სამთავრობო წრეებში ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსის ვაქცინის მიღების დამადასტურებელი მოწმობა შესაძლოა გახდეს ისეთი ყოველდღიური გამოყენებისა და ტარების ატრიბუტი, როგორც ეს არის ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი მოქალაქეებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლომდე იგეგმება 4 მილიონი ბრიტანელის ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა