ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7262 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9273 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9514 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0793 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 24 ოქტომბერს შევა ძალაში.