ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის ცნობით, 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3115 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.05 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9847 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0304 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.57 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4188 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3672 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 დეკემბრიდან შევა ძალაში.
წყარო:pia.ge