თეგებით ძიება

ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? რუსეთს გინდათ ემსახუროთ? - პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს

მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? - რუსეთს გინდათ ემსახუროთ? - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს, პრეზიდენტის სასახლეში გამართული ბრიფინგის დროს.

აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ და თქვენ, არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც. რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ, აქ რუსეთი არის [იქნება], თუ ჩვენ, ყველამ, ხმა არ ამოვიღეთ“.-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ " ქართულიოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.       


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა