თეგებით ძიება

იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში, მკაფიოდ და ზუსტად უნდა განმარტონ, თუ რა აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს - წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს ეხმაურება.
წერეთლის თქმით, ქართულ ოცნებას წითელი ხაზი გავლებული აქვს ისეთ ფუნდამენტურ თემებზე, რაც არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ განცხადებები იმაზე, რომ მოლაპარაკებებში არის პროგრესი, სავარაუდოდ არ შეეხება ოპოზიციისთვის ფუნდამენტურ საკითხებს.

წერეთლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა აძლევს მოლაპარაკებებში ჩართულ ადამიანებს ოპტიმიზმის საფუძველს.

„დღეს ველოდებით კიდევ ერთ, მორიგ რაუნდს, ყოველთვის არის იმედი, რომ შეჯერება მოხდება. ჩვენ გვესმის ხელისუფლების მხრდიან განცხადებები წითელ ხაზებთან დაკავშირებით და ეს წითელი ხაზები უკავშირდება ყველაზე მთავარ საკითხებს ამ მოკლაპარაკების, ახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებას, პატიმრების საკითხს და ა.შ.

მეორემხრივ, გუშინ გაკეთდა გარკვეული განცხადებები, რომ თითქოს პროგრესია გარკვეულ საკითხებში, თუმცა არ მგონია, რომ ეს არის ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ამრიგად, იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში, ალბათ დღეს ძალიან მკაფიოდ და ზუსტად უნდა განმარტონ, თუ რაზეა საუბარი, რა აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, რა შეიძლება მოხდეს იმგვარი ამ შეთანხმებაში, რომ პარლამენტი, რომელზეც იყო საუბარი, რომ არ იქნება ლეგიტიმური, ახლა ამ პარლამენტმა დაიწყოს ფუნქციონირება მრავალპარტიულ ფორმატში.

ამიტომ, ეს საკითხი ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს და საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.“ - განაცხადა წერეთელმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა