თეგებით ძიება
08. 12. 2020 მსოფლიო

ენტონი ფაუჩი- ჩვენ წინ უმძიმესი პერიოდი გველოდება, საშობაო აღნიშვნები კოვიდ 19-ის გავრცელების მხრივ მძიმე რისკებს ქმნის

ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ამერიკას მთავარი გამოწვევა კოვიდ 19-ის გავრცელების მხრივ შობის დღესასწაულზე ელოდება. მისი თქმით, მასშტაბური შეკრებების შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური აფეთქებაა მოსალოდნელი ქვეყანაში, რაც საგრძნობლად გაზრდის გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობას.

„ჩვენ წინ რთული პერიოდი გველოდება. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დაიცვან კორონავირუსის პრევენციის რეკომენდაციები- გადაადგილებისას თან ატარაონ პირბადე და აგრეთვე უნდა ეცადონ შეკრებებს და მოგზაურობებს თავი აარიდონ“ - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ბილ გეითსმა რამდენიმე დღის წინ ივარაუდა, რომ ზაფხული პანდემიის გავრცელების თვალსაზრითი ყველაზე რთული იქნება აშშ-სა და მსოფლიოსთვის და აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება გაზაფხულამდე, სანამ ვაქცინა ფართო მიმოქცევაში არ ჩაეშვება.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 370 339 ადამიანი, რომელთაგან 290 000-ზე მეტი შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა. 26 455 პაციენტი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა