თეგებით ძიება

ზაალ უდუმაშვილი: არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია ბერკეტი, რომ ზემოქმედება მოახდინოს სხვა ოპოზიციურ პარტიაზე

ჯერჯერობით ვერ ვხედავ პარტიას, რომელიც გეგმავს პარლამენტში შესვლას. მთლიანად ოპოზიციის გადაწყვეტილებაა ის, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან არის ახალი არჩევნები, - ხომ არ ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გარკვეული გავლენა მოხდინონ ოპოზიციის ნაწილზე, ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„მე არ გავცნობივარ ამ პოსტებს, მაგრამ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია ბერკეტი, რომ ზემოქმედება მოახდინოს სხვა ოპოზიციურ პარტიაზე. ყველა იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებს facebook პოსტებში მიმართავენ და მათ მოუწოდებენ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღონ.


"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა