თეგებით ძიება
08. 12. 2020 მსოფლიო

რუსეთის საცურაო აუზში ქლორის რაოდენობა დაშვებულ ნორმაზე 250-ჯერ მეტი აღმოჩნდა- 6 ბავშვი მოიწამლა და სიცოცხლისთვის იბრძვის

30 ადამიანი მოიწამლა რუსეთის ერთ-ერთ საცურაო აუზში, სადაც წყალში ქლორის რაოდენობამ დაშვებულ ნორმას 250-ჯერ გადააჭარბა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა ასტრახანში. აღნიშნული ფაქტის შესაბამისად, უმრავლესობა, მათ შორის 21 ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში. მძიმე მდგოამრეობაში მყოფი 6 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, რომელთაც მუდმივად ესაჭიროებათ ჟანგბადით უზრუნველყოფა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობას უჭირს სუნთქვა და აღენიშნებათ თვალების წვა. როგორც ირკვევა, ზემოხსენებული უხეში შეცდომის უკან დგას საცურაო კომპლექსის დასუფთავების პასუხისმგებელი პირები. ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სპეც-სკაფანდრებში გამოწყობილმა მუშებმა აიღეს სინჯები საცურაო აუზიდან, სადაც მომაკვდინებელი დოზის ქლორის რაოდენობა აღმოჩნდა წყალში.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა