თეგებით ძიება
08. 12. 2020 მსოფლიო

ცოლთან კამათის შემდეგ, გაბრაზებულმა ქმარმა 420 კილომეტრი ფეხით გაიარა

„ცოლ–ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“ – როგორც ჩანს ყოველთვის „რეგვენობის“ მაჩვენებელი არ არის ეს ყოველივე და ხანდახან იმდენად სერიოზულია, რომ ცოლთან კამათის შემდეგ ქმარს აიძულებს გარეთ გავიდეს და 420 კილომეტრი გაიაროს. სწორედ ასე დაემართა იტალიელ კაცს.

იტალიელებმა მას „ფორესტ გამპი“ შეარქვეს.

გაბრაზებული ქმრის მარათონი სამართალდამცავებმა ცოლთან ჩხუბიდან ერთი კვირის შემდეგ, ღამის 2 საათზე, ადრიატიკის ზღვის სანაპიროს პატარა ქალაქ ფანოში შეაჩერეს. აღსანიშნავია, რომ ქმარი ერთი კვირა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კომოდან მოდიოდა.

ნაწყენ ქმარს ცოლთან ჩხუბი, გავლილი 420 კილომეტრი არ აკმარეს და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 400 ევროთიც დააჯარიმეს.

მას შემდეგ რაც გაბრაზებული ქმრის ვინაობა გაიგეს და მისი პირადი მონაცემები შეამოწმეს, დადგინდა, რომ ცოლმა იგი დაკარგულად გამოაცხადა. ცოლს ქმარი დაუბრუნეს, უფრო სწორად იგი ქალაქ ფანოში მეუღლის შინ წასაყვანად თავად ჩავიდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა